MENU
მთავარი » ქართული



დამდგმელი რეჟისორი: დავით რონდელი

სცენარის ავტორი: დავით რონდელი

დამდგმელი ოპერატორი: ლევ სუხოვი

დამდგმელი მხატვარი: რევაზ მირზაშვილი

კომპოზიტორი: ანდრია ბალანჩივაძე

ხმის რეჟისორი/ოპერატორი: დავით ლომიძე

მონაწილეობენ: დათო დანელია (ხვიჩა), ვ. ჯოჯუა (გოჩა), მანანა ლონდარიძე (ცირა), ოთარ კობერიძე (მაჰმუდი), აკაკი ხორავა (ალი-ბეგი), ლია ელიავა (ზეინაბი), გიორგი შავგულიძე (ასლან-ბეგი), დუდუხანა წეროძე (მზეხა), მიხეილ ვაშაძე (ტაგუია, ხვიჩას მამა), ედიშერ მაღალაშვილი (რევია), ბუხუტი ზაქარიაძე (მარკოზი), ვერიკო ანჯაფარიძე (როდამი), ზურაბ (კუკური) ლაფერაძე (ალი-ჰუსეინი), ალექსანდრე გომელაური (ალი-იუსუფი), ტარიელ საყვარელიძე (ნაპოლეონ ბონაპარტე), გურამ საღარაძე (იბრაჰიმი), მიხეილ მგელაძე (ვეზირი), ვლადისლავ ვაშაძე (ვენეციელი ასისთავი), ეთერ ჟორდანია, რიურიკ ჩხეიძე, მერი კანდელაკი, ირაკლი ნიჟარაძე, გრიგოლ კოსტავა (ზაიდოლი), მიხეილ ჩიხლაძე (მგზავრი გემზე), ბელა მირიანაშვილი



გადაღებულია უიარაღოს (კონსტანტინე თათარიშვილის) ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით



თანასოფლელ ბიჭებს, გოჩას და ხვიჩას მოიტაცებენ და სტამბოლის ტყვეთა ბაზარზე გაყიდიან. გოჩას ვენეციელი ვაჭარი იყიდის, ხვიჩას – ეგვიპტელი მამლუქი. ხვიჩას მაჰმუდს შეარქმევენ და მეომრად აღზრდიან. წლების შემდეგ მაჰმუდი ჰარამხანაში გამომწყვდეულ ქართველ ტყვე ქალთან ერთად სამშობლოში გაქცევას გადაწყვეტს, მაგრამ ცირას მოკლავენ. გადის დრო. სიმამაცით განთქმული მაჰმუდი ერთ-ერთ ბრძოლაში სასიკვდილოდ დაჭრის ვენეციელ მეომარს, რომელიც ქართულად დაიკვნესებს. ხვიჩა-მაჰმუდს თვალწინ საქართველოში გატარებული ბავშვობა წარმოუდგება. ვენეციელ მებრძოლში ის ბავშვობის მეგობარს, გოჩას იცნობს. მტრის ცხედართან მწარედ ჩაფიქრებას მამლუქები მაჰმუდს ღალატად ჩაუთვლიან და მოკლავენ.





Category: ქართული | Views: 422 | Added by: gorge | Date: 2015-06-16 | Comments (0)



წელი: 1964


ენები: GEO





რეჟისორი: 

რეზო ჩხეიძე


როლებში: 


სერგო ზაქარიაძე, გერონტი დათუნაშვილი, ალექსეი ნაზაროვი, ქეთევან ბოჭორიშვილი, გია კობახიძე



აღწერა:




კახელი გლეხი თავისი შვილის სანახავად ფრონტზე გაემგზავრება.მაგრამ იქ ჩასული შეიტყობს,რომ გამოჯანმრთელებული გოდერძი ნაწილში დაბრუნებულა..ჯარისკაცის მამა შეძლებს ხელმძღვანელობის დარწმუნებას,რომ იგი არაფრით არ ჩამოუვარდება ახალგაზრდებს..ომიდ მიწურულს იგი შვილს იპოვნის,მაგრამ ბრძოლაში მამას ხელში ჩააკვდება შვილი...


Category: ქართული | Views: 450 | Added by: gorge | Date: 2015-06-16 | Comments (0)



ხანგრძლივობა: 1 საათი 4 წუთი


ქვეყანა: საქართველო , სსრკ ,


წელი: 1985


ჟანრი: კომედია ,


რეჟისორი:




მოკლე აღწერა: ფილმი წარმოადგენს კინონოველების მოზაიკას, რომელშიც ძირითადად გამოყენებულია ანეგდოტური სიტუაციები, რომლის მეშვეობითაც მაყურებელი ეცნობა საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს და უსაყვარლეს კუთხე რაჭას და ამ კუთხის მცხოვრებლებს.
Category: ქართული | Views: 435 | Added by: gorge | Date: 2015-06-16 | Comments (0)



ენები: GEO



ჟანრი: კომედია







აღწერა:




მწყემსები სავახშმოდ სუფრას მიუსხდებიან და კარგ ღვინოს ინატრებენ. სანდალას სთხოვენ, ბიძამისს, ელიბოს, ცოტაოდენი ღვინო სთხოვოს, სანდალა უარზეა, იცის, ბიძამისი ღვინოს არ გაიმეტებს. მწყემსები ელიბოს მარანში შეიპარებიან. ჭურის თავზე ქეიფს გამართავენ და შექეიფიანებულები სიმღერასაც შემოსძახებენ. სიმღერის ხმაზე გაღვიძებული განრისხებული მასპინძელი თავზე წამოადგებათ, მაგრამ სტუმართმოყვარეობა თავისას გაიტანს, ელიბოს გული მოულბება, მოქეიფეებს აყვება და მრავალჟამიერს დაუპატიჟებელ სტუმრებთან ერთად დააგუგუნებს.


Category: ქართული | Views: 464 | Added by: gorge | Date: 2015-06-16 | Comments (0)













აღწერა:



სამკერვალო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მაყვალა კახეთის სოფელში ჩადის სამუშაოდ. სოფლის მძღოლს ბურბუთას მაყვალა შეუყვარდება, მაგრამ გრძნობის გამხელას ვერ უბედავს. რთველი კარზეა მომდგარი, მუშაობისთვის კი არავის სცალია – სოფელში ყველა შეყვარებულია: ვენახის დარაჯი ბიჭები ტყუპი დების ცოლად შერთვაზე ოცნებობენ, მარტოხელა ხირხელა შინაბერა ქეთოს ფარულ შეხვედრაზე ითანხმებს, ბურბუთას პატარა ძმას მეზობლის პატარა გოგო უყვარს, რამდენჯერმე გათხოვილ ნაზოს გათხოვების კიდევ ერთი შანსი ეძლევა... კოლმეურნეობის თავმჯდომარე ჩხუბობს, მაგრამ სიყვარული ყველას უნდა.






Category: ქართული | Views: 425 | Added by: gorge | Date: 2015-06-16 | Comments (0)



ხანგრძლივობა: 0 წუთი


ქვეყანა: საქართველო ,


წელი: 1961






ბიჭიკოს დედა ძლიერ განიცდის, რომ მის უდარდელ შვილს მთელი სოფელი უქნარად თვლის. ბიჭიკოს სწავლა არ აინტერესებს და თავისი შეყვარებული ნანი ქვეყანას ურჩევნია. ნანის მამას, ვარდენს უდიპლომო სასიძოს სახელის გაგონებაც არ სურს, ქალიშვილისთვის შესაფერის საქმროდ აგრონომი ნიკოლოზი ეგულება. ბიჭიკო ნანის მოტაცებას გადაწყვეტს, მაგრამ შემთხვევით ხელში მამამისი შერჩება. საქმე ბიჭიკოს სასარგებლოდ აეწყობა, რადგან გაუგებრობაში მოხვედრილი ვარდენის ერთადერთი მფარველი სწორედ ის აღმოჩნდება. ვარდენი მიხვდება, რომ ბიჭიკო გულისხმიერი ადამიანია და სასიძოდ აღარ დაიწუნებს.
Category: ქართული | Views: 448 | Added by: gorge | Date: 2015-06-16 | Comments (0)



დამდგმელი რეჟისორი: გოდერძი ჩოხელი

სცენარის ავტორი: გოდერძი ჩოხელი

დამდგმელი ოპერატორი: ჯიმშერ ქრისტესაშვილი

დამდგმელი მხატვარი: დავით საჯაია

კომპოზიტორი: იაკობ ბობოხიძე

ხმის რეჟისორი/ოპერატორი: გურამ გოგუა

მონაწილეობენ: კახი კავსაძე (ბრიგადირი), გივი ბერიკაშვილი (მასწავლებელი), გოვენ ჭეიშვილი (ეფრემა), ნანული სარაჯიშვილი (მხატვარი), ბერტა ხაფავა (სიჯანაანთ ქალი), ნინო ჩხეიძე (ქალთამზე), მიხეილ (მამუკა) ხერხეულიძე (ხეჩო), კონსტანტინე (კოტე) თოლორაია (ჯღუნა), აბესალომ ლორია (ლაბრო), ნათელა მიქელაძე (ნათელა), აბრეკ ფხალაძე (აბრეკი), ეთერ გელოვანი (მაყვალა), ნატო ჭელიძე (კუნტრუშაანთ ქალი), ზიზო ქურხული (მთვარისა), გიგუშა წიკლაური (თავმჯდომარე)



ბოლშევიკების მიერ გაკრეჭილი მღვდელი მთის სოფელში სკოლას მოაწყობს – ხანდაზმულ თანასოფლელებს თავისუფალ დროს წერა-კითხვას ასწავლის. ბრიგადირი სტეფანე განათლებას დროის ფუჭ კარგვად მიიჩნევს, გლეხებს მოსვენებას არ აძლევს და სწავლას უშლის. სოფლელები არ ეპუებიან, სულიერებისკენ ილტვიან, გრძნობენ, რომ ადამიანი მხოლოდ კუჭის ამოსავსებად არ არის მოვლენილი ამ ქვეყნად.



მთავარი პრიზი დსთ-სა და ბალტიისპირეთის ქვეყნების საკავშირო კინოფესტივალზე “კინოშოკი”, ანაპა (რუსეთი) (1997).

Category: ქართული | Views: 442 | Added by: gorge | Date: 2015-06-16 | Comments (0)



ფილმის სათაური: ვერის უბნის მელოდიები

წელი: 1973

ჟანრი: კომედია, მელოდრამა, დრამა, მიუზიკლი

დამდგმელი რეჟისორი: გიორგი შენგელაია

სცენარის ავტორები: გიორგი შენგელაია, ანზორ სალუქვაძე

დამდგმელი ოპერატორი: ალექსანდრე მღებრიშვილი

დამდგმელი მხატვრები: ვახტანგ რურუა, ედუარდ ლაპკოვსკი

კომპოზიტორი: გიორგი ცაბაძე

ხმის ოპერატორი: ვლადიმერ დოლიძე

მონაწილეობენ: სოფიკო ჭიაურელი (ვარდო), ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე (პავლე), ია ნინიძე (თამრო), მაია კანკავა (მარო), დოდო აბაშიძე (პრისტავი-პოლიციის უფროსი), ეროსი მანჯგალაძე (აღა გეურქოვი), ზურაბ კიკალეიშვილი (ფოსტალიონი), ალისა ფრეინდლიხი (აკვანარიხსკაია–ბალეტის მასწ.), კახი კავსაძე (ინოჩენცი), რამაზ ჩხიკვაძე (ვაჭარი პანკე), გიორგი გეგეჭკორი (ფარმაცევტი), გიორგი (გოგი) ქავთარაძე (პოლიციელი), ბორის წიფურია (ძიბო), ბაადურ წულაძე (პოლიციელი), ოთარ ზაუტაშვილი (ყარიბი მიხა), ლია გუდაძე (გეურქოვის მეუღლე), მზია მაღლაკელიძე, ნანული სარაჯიშვილი (ტურფა), მარინა კახიანი (გიმნაზისტი), ზანდა იოსელიანი, ბონდო გოგინავა, აბესალომ ლორია, ნოდარ სოხაძე, გიორგი ჟუჟუნაშვილი, მანანა ორბელიანი





აღწერა:

მედროგე პავლეს გოგონები, მარო და თამრო ბალეტის სკოლაში სწავლაზე ოცნებობენ, მაგრამ ღარიბ პავლეს სწავლის ქირის გადახდა არ შეუძლია. მრეცხავი ვარდო გოგონების დახმარებას გადაწყვეტს – მდიდარ ვაჭარს, აღა-გეურქას ხბოს, შეშას და ძვირფას ქურქს მოპარავს, გოგონებს სახლსაც გაუთბობს და "ტანც-კლასის" ფულსაც გადაუხდის. ვარდოს ქურდობისთვის საპყრობილეში ჩასვამენ, მაგრამ მის მხარდასაჭერად მრეცხავები გაიფიცებიან და მალე მთელ ქალაქს ჭუჭყი მოედება. პოლიცმაისტერი იძულებული ხდება ვარდო გაათავისუფლოს და პავლეს გოგონები "ტანც-კლასში" ჩაარიცხინოს.

Category: ქართული | Views: 416 | Added by: gorge | Date: 2015-06-15 | Comments (0)



გასეირნება ყარაბაღში 2

რეჟისორი: ვანო ბურდული

წელი: 2009

ზომა: 1.17 გგ. 1.20 წთ.

როლებში: ზურა ინგოროყვა, მიშა მესხი, ნინი ბადურაშვილი, ლევან დობორჯგინაძე, ზურა ყიფშიძე, გიორგი ყიფშიძე...

Category: ქართული | Views: 442 | Added by: gorge | Date: 2015-06-15 | Comments (0)

ინფორმაციაფილმზე:
დასახელება: Seazone
ორიგინალი დასახელება: სეზონი
გამოშვების წელი: 2010
ჟანრი: მისტიური დრამა.
რეჟისორი: დავით ბორჩხაძე
როლებში: ნიკა ბახტაძე, რეზი გოგიშვილი, ჯეჯი სხირტლაძე, რატი ბაქრაძე, ლიკა ქორქია, სალომე ბეზარაშვილი, თიკო დალაქიშვილი.

ფილმის შესახებ:
ოთხი ერთმანეთისაგან განსხვავებული მეგობარი ბათუმში დასასვენებლად მიემგზავრება. პირველივე დილას აღმოაჩენენ, რომ მათ გარდა ქალაქში არავინაა. შიშის მიუხედავად ისინი გადაწყვეტენ მაქსიმალურად გამოიყენონ ეს შესაძლებლობა: აცარიელებენ მაღაზიის დახლებს, გამოაქვთ ძვირფასი სამკაულები, სასმელები, ტანსაცმელი და ა.შ.

IMDB Rating: 5.4/10 (24 votes)

გამოშვებულია:
ხანგრძლივობა: 01: 49 :37
გახმოვანება: ორიგინალი (ქართული)

Category: ქართული | Views: 548 | Added by: gorge | Date: 2015-06-15 | Comments (0)

« 1 2 3 4 5 6 7 »