MENU
მთავარი » 2015 » ივნისი » 16

დამდგმელი რეჟისორი-პავლე ჩარკვიანი
სცენარის ავტორი-პავლე ჩარკვიანი
დამდგმელი ოპერატორები-ვიქტორ ანდრიევსკი,ედუარდ გრიგორიანი
დამდგმელი მხატვარი-ნოდარ სულემანაშვილი
კომპოზიტორი-იაკობ ბობოხძე
ხმის რეჟისორ/ოპერატორი-ირაკლი გიგაური
მემონტაჟები-როზა ჯიკაევა,ნუნუ თავბერიძე
მონაწილეობენ:
თმურ ქამხაძე, ანა ნიჟარაძე, ლაურა რეხვიაშვილი, თამარ სხირტლაძე, გია ჯაფარიძე, რეზო ესაძე, ბორის წიფურია, ბერტა ხაფავა, მანანა ცხოვრებოვა, დავით დვალიშვილი, ლერი ზარდიაშვილი, მზია არაბული, ლია სილუაშვილი, ვასილ კახნაშვილი, ნაზი კეჭაყმაძე, ჯუმბერ ძიძავა, მიხეილ ვაშაძე, ოთარ გუნცაძე, კარლო ქართველაშვილი, თამარ დათუაშვილი, ქეთევან ბოჭორიშვილი, მარგო გვარამაძე, ციალა გიგაური, შალვა ხერხეულიძე, ვახტანგ მიხელიძე, ბინდო გოგინავა, გივი ჩუგუაშვილი.
ფილმის აღწერა:
ქვრივი დარეჯანის ერთადერთ ვაჟს შეძლებული გლეხის ქალიშვილი სოფო უყვარს,მაგრამ სოფოს მშობლებს ქალიშვილისთვის სხვა სასიძო ყავთ შერჩეული.სოფელში ხმა ვრცელდება ქოლერის ეპიდემიის შესახებ,შეშინებული სოფლელები ტყეში გაიხიზნებიან.ბერუა და სოფო ხელს იხელთებენ და ჯვის დასაწერად მღვდელს მიაკითხავენ,მღვდელი მოწმის გარეშე ჯვრისწერას არ თანხმდება.ქალ-ვაჟი ღამეს ზვინში გაათენებს.გაწბილებული მშობლები იძულებული ხდებიან ქალიშვილის გათხოვებას შეეგუონ.სოფელში ქოლერა არ აღმოჩნდება.ჭორი ავადმყოფის შესახებ შეყვარებული ახალგაზრებისთვის ხელსაყრელი აღმოჩნდა.

Category: ქართული | Views: 536 | Added by: gorge | Date: 2015-06-16 | Comments (0)

დამდგმელი რეჟისორი-მიხეილ ჭიაურელი
სცენარის ავტორები-აკაკი ბელიაშვილი.მიხეილ ჭიაურელი
დამდგმელი ოპერატორები-დავით კანდელაკი.დიმიტრი ფელდმანი
დამდგმელი მხატვარი-ლეონიდ მამლაძე
კომპოზიტორი-სულხან ცინცაძე
ხმის რეჟისორ/ოპერატორი-ვლადიმერ დოლიძე
მონაწილეობენ:
ვერიკო ანჯაფარიძე(ოთარაანთ ქვრივი)გიორგი შენგელია(გიორგი)ბორის ანდრონიკაშვილი(თავადი არჩილი)დინარა ჟორჟოლიანი(კესო თავადის ასული)კოტე დაუშვილი.ირაკლი ნიჟარაძე.მერი დავითაშვილი.ალექსანდრე გომელაური.ალექსი ზაგორსკი.ვახტანგ ნინუა.აკაკი (კაკო)კვანტალიანი.ბადრი კობახიძე.ალექსანდრე ომიაძე (სოფლის თავკაცი)მიხეილ მგელაძე(ადვოკატი)ირინე მაღალაშვილი(მანანა)გიორგი დავითაშვილი.გიორგი ჟუჟუნაშვილი
ფილმის აღწერა:
ოთარაანთ ქვრივის ერთადერთი შვილი გიორგი ყოფილი ბატონის სახლში მოჯამაგირედ დადგომას გადაწყვეტს.თავმოყვარე ქვრივს დარდი მოსვენებას არ აძლევს,ხვდება, რომ მის შვილს თავადის ქალი კესო შეუყვარდა.გიორგი სიხარულით ემსახურება თავადის ასულს, ეზო-კარს წალკოტად უქცევს,თუმცა გულისნადებს ვერ მიახვედრებს.თივის ზვინიდან გადმოვარდნილი გიორგი სასიკვდილოდ დაშავდება,მხოლოდ სიკვდილის წინ გაუმხელს კესოს სიყვარულს.ზამთრის ერთ დღეს ოთარაანთ ქვრივს შვილის საფლავზე ნახავენ გაყინულს.

Category: ქართული | Views: 510 | Added by: gorge | Date: 2015-06-16 | Comments (0)

დასახელება: რაც გინახავს ვეღარ ნახავ
ჟანრი: სათავგადასავლო, კომედია,
წელი: 1967
პროდიუსერი: მიხეილ ჭიაურელი
ენა: ქართული
როლებში: არჩილ გომიაშვილი, სერგეი ამრტინსონი, სოფიკო ჭიაურელი, გიორგი შენგელაია    
ფილმის ღწერა:
ხელოსან ბიჭს გოგიას ბაზრობაზე სოფლიდან ჩამოსული გოგო ტასია შეუყვარდება,გულის ნადებს გაუმხელს და დანიშნავს.ტასიას სოფელში მაყრიონის თნხლებით ჩასულ გოგიას პატარძალი აღარ დახვდება.თავადის ქალის ბრძანებით გოგო ბატონის სახლში შინამოსამსახურედ წაუყვანიათ.ხანშიშესულ,უქნარა ბატონს ტასია მოეწონება და მის ცოლად შერთვას გადაწყვეტს,მაგრამ ბატონყმობა უკვე გადავარდნილა-ბატონის სურვილი კანონი აღარ არის.გოგიას მედობარი ყარაჩოღელები ბატონს პატარძალს წაარტმევენ და გოგიას და ტასიას ჯვარს დაწერენ.

Category: ქართული | Views: 441 | Added by: gorge | Date: 2015-06-16 | Comments (0)

ლენინის ორდენოსანი
კინოსტუდია
ქართული ფილმის
ნაწარმოები
1959
სცენარის ავტორი-ვალერიან კანდელაკი
დამდგმელი რეჟისორი-რევაზ ჩხეიძე
მთავარი ოპერატორი-გიორგი ჭელიძე
რეჟისორი-თ.მიქაძე
მხატვრები-გ.გიგაური/კ.ხუციშვილი
კომპოზიტორი-ს.ცინცაძე
ხმის ოპერატორი-რ.კეზელი

როლებში:მეფე ერეკლე-გრიგოლ ტყაბლაძე/მაია-ლეილა აბაშიძე/მანუჩა-გ.აბაშიძე/ბერიკა-ა.კვანტალიანი/ჯემალა-ვ.ნინუა/გიო-სოსო აბრამაშვილი/ქერიმ-აღა-ნ.ჩხეიძე/ამილახვარი-გ.კოსტავა/ქარიყლაპია-ზ.სიხარულიძე/თანდილა-ო.დათუნაშვილი/ქაიხოსრო დიღმელი-ალ.აფხაიძე/გუბაზი-ირ.ქოქრაშვილი/ბარათა-ივ.ნინუა/მოურავი-მ.სულხანიშვილი/მექისე-ემ.აფხაიძე
ფილმის აღწერა:
მოძალადე ბატონის მკვლელობისთვის სოფლიდან გამოქცეული, ბიჭად გადაცმული წყნეთელი გლეხის გოგო მაია გზად ტყვეებით მოვაჭრე თავადს გადაეყრება. უშიშრად შეუტევს, ტყვეებს გაათავისუფლებს და მოღალატე თავადს მეფე ერეკლეს მიგვრის. მათე-ბიჭად მონათლული მაია ყმების გაყიდვაში ამხელს თავადებს, რომლებიც შეთქმულებას მოუწყობენ და დილეგში გამოამწყვდევენ. მათეს ბერიკებად გადაცმული მეგობრები გაათავისუფლებენ და შემოსეული მტრის წინააღმდეგ მებრძოლ მეფის ჯარს შეუერთდებიან. დაჭრილი მათე-მაია თავისი ქალობის საიდუმლოს უახლოეს მეგობარ ვაჟს მხოლოდ სიკვდილის წინ გაუმხელს.

Category: ქართული | Views: 482 | Added by: gorge | Date: 2015-06-16 | Comments (0)



დამდგმელი რეჟისორი: ლეო ესაკია

სცენარის ავტორები: ვლადიმერ კარსანიძე, ლეო ესაკია

დამდგმელი ოპერატორი: დავით კანდელაკი

დამდგმელი მხატვარი: რევაზ მირზაშვილი

კომპოზიტორი: სულხან ცინცაძე

ხმის ოპერატორი: ვლადიმერ დოლიძე

მონაწილეობენ: ოთარ კობერიძე (ბაში-აჩუკი), დოდო აბაშიძე (აბდუშაჰილი), ლია ელიავა (მზისა და მთვარისა), მედეა ჩახავა (მელანო), დოდო ჭიჭინაძე (ნინო), კოტე დაუშვილი (სელიმხანი), იუსუფ (იოსებ) კობალაძე (ჩოლოყაშვილი), მერი დავითაშვილი (თიმსალ-მაკო), გურამ საღარაძე (ფეიქარ მირზა ახუნდი), თამარ ციციშვილი (ერისთავის ქალი ), გიორგი შავგულიძე (ზაალ ერისთავი ), მიხეილ მგელაძე (სიმონ მაყაშვილი), ალექსანდრე ეძგვერაძე (გაფრინდაული), გივი თოხაძე, გიორგი ტატიშვილი, ნიკოლოზ წიკლაური (ყორჩიხანი), შალვა ბეჟუაშვილი, ირაკლი ქოქრაშვილი (მოურავი), გიორგი ჟუჟუნაშვილი (მოხუცი მეომარი ), გრიგოლ კოსტავა (ფარნა), მიხეილ ჩიხლაძე (გლეხი)



გადაღებულია აკაკი წერეთლის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით



XVII საუკუნეში კახეთში ბიძინა ჩოლოყაშვილის მეთაურობით დაწყებული აჯანყება მთელს საქართველოს მოედო. იმერელი ჭაბუკი, მეტსახელად “ბაში-აჩუკი”, მუსრს ავლებს ყიზილბაშებს. იგი ტყვეობიდან ათავისუფლებს შაჰის ჰარამხანისთვის სპარსეთისკენ გარეკილ ქალიშვილებს, რომელთა შორის მისი ტყუპი დებიც არიან. ბაში-აჩუკის მიერ ორთაბრძოლაში დამარცხებულ სპარს ფალავანს, მოსისხლე მტერს, აბდუშაჰილს, ერთი მათგანი, მზისა, შეუყვარდება. მის სიყვარულში დარწმუნებული მზისა აბდუშაჰილს აჯანყებულ ქართველთა ბანაკში მიიყვანს, სადაც გაირკვევა, რომ ისიც ქართველია – ბავშვობაში სამშობლოდან გატაცებული და მტრის კარზე გაზრდილი. აბდუშაჰილის ლაშქარი იარაღს დაყრის. ბრძოლის ბედი ქართველთა სასარგებლოდ გადაწყდება

Category: ქართული | Views: 424 | Added by: gorge | Date: 2015-06-16 | Comments (0)




  • გამოსვლის თარიღი:

    1987



  • ჟანრი:

    საომარი, ქართული



  • შეაფასე სიახლე:






  • გახმოვანება:

    ქართულად



  • რეჟისორი:

    გიორგი შენგელაია



  • ხარისხი:

    BDrip



  • როლებში:

    ომარ ფხაკაძე (ხარება ჯიბუტი), ლევან თედიაშვილი (გოგია კენკიშვილი), მიხეილ სალაძე, ავთანდილ მაისურაძე, ოთარ მეღვინეთუხუცესი, ალექსანდრე კაიდანოვსკი (ვოლხოვსკი), თენგიზ ბერიძე, გურამ ლორთქიფანიძე (ფოტოგრაფი), ზურაბ ანთელავა, ირაკლი ხიზანიშვილი, იური გეწაძე, ლერი ზარდიაშვილი, გიორგი ხაჩატუროვი, მზია არაბული, იობი ბართიშვილი, დავით ჯავახიშვილი, ლალი ანდრონიკაშვილი, მერაბ ვაჩნაძე, მერაბ ანდრონიკაშვილი, გივი ხახიძე, თამარ თარხნიშვილი, ოთარ ზაუტაშვილი (მიკირტუმა), თემურ ჯორჯაძე, ზაზა კოლელიშვილი (ჟორჟიკა ბერძენიშვილი), ვახტანგ ფანჩულიძე (ზალიკა სიმონიშვილი), გია ჯაფარიძე (მეეტლე), გურამ ხუციშვილი, მურმან ჯინორია (სიდამონიძე), ნუგზარ შატაიძე (სიმონა, ხარებას ძმა), ქეთევან ნინუა (თავადის ქალი), მარიკა ჭიჭინაძე, იური ვასაძე, ივანე საყვარელიძე (მკითხავი ფრიდონა), ნინო თარხან-მოურავი, რუსლან მიქაბერიძე, შალვა ხერხეულიძე (თავადი ყარაშვილი



Category: ქართული | Views: 456 | Added by: gorge | Date: 2015-06-16 | Comments (0)



დამდგმელი რეჟისორი: დავით რონდელი

სცენარის ავტორი: დავით რონდელი

დამდგმელი ოპერატორი: ლევ სუხოვი

დამდგმელი მხატვარი: რევაზ მირზაშვილი

კომპოზიტორი: ანდრია ბალანჩივაძე

ხმის რეჟისორი/ოპერატორი: დავით ლომიძე

მონაწილეობენ: დათო დანელია (ხვიჩა), ვ. ჯოჯუა (გოჩა), მანანა ლონდარიძე (ცირა), ოთარ კობერიძე (მაჰმუდი), აკაკი ხორავა (ალი-ბეგი), ლია ელიავა (ზეინაბი), გიორგი შავგულიძე (ასლან-ბეგი), დუდუხანა წეროძე (მზეხა), მიხეილ ვაშაძე (ტაგუია, ხვიჩას მამა), ედიშერ მაღალაშვილი (რევია), ბუხუტი ზაქარიაძე (მარკოზი), ვერიკო ანჯაფარიძე (როდამი), ზურაბ (კუკური) ლაფერაძე (ალი-ჰუსეინი), ალექსანდრე გომელაური (ალი-იუსუფი), ტარიელ საყვარელიძე (ნაპოლეონ ბონაპარტე), გურამ საღარაძე (იბრაჰიმი), მიხეილ მგელაძე (ვეზირი), ვლადისლავ ვაშაძე (ვენეციელი ასისთავი), ეთერ ჟორდანია, რიურიკ ჩხეიძე, მერი კანდელაკი, ირაკლი ნიჟარაძე, გრიგოლ კოსტავა (ზაიდოლი), მიხეილ ჩიხლაძე (მგზავრი გემზე), ბელა მირიანაშვილი



გადაღებულია უიარაღოს (კონსტანტინე თათარიშვილის) ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით



თანასოფლელ ბიჭებს, გოჩას და ხვიჩას მოიტაცებენ და სტამბოლის ტყვეთა ბაზარზე გაყიდიან. გოჩას ვენეციელი ვაჭარი იყიდის, ხვიჩას – ეგვიპტელი მამლუქი. ხვიჩას მაჰმუდს შეარქმევენ და მეომრად აღზრდიან. წლების შემდეგ მაჰმუდი ჰარამხანაში გამომწყვდეულ ქართველ ტყვე ქალთან ერთად სამშობლოში გაქცევას გადაწყვეტს, მაგრამ ცირას მოკლავენ. გადის დრო. სიმამაცით განთქმული მაჰმუდი ერთ-ერთ ბრძოლაში სასიკვდილოდ დაჭრის ვენეციელ მეომარს, რომელიც ქართულად დაიკვნესებს. ხვიჩა-მაჰმუდს თვალწინ საქართველოში გატარებული ბავშვობა წარმოუდგება. ვენეციელ მებრძოლში ის ბავშვობის მეგობარს, გოჩას იცნობს. მტრის ცხედართან მწარედ ჩაფიქრებას მამლუქები მაჰმუდს ღალატად ჩაუთვლიან და მოკლავენ.





Category: ქართული | Views: 435 | Added by: gorge | Date: 2015-06-16 | Comments (0)



წელი: 1964


ენები: GEO





რეჟისორი: 

რეზო ჩხეიძე


როლებში: 


სერგო ზაქარიაძე, გერონტი დათუნაშვილი, ალექსეი ნაზაროვი, ქეთევან ბოჭორიშვილი, გია კობახიძე



აღწერა:




კახელი გლეხი თავისი შვილის სანახავად ფრონტზე გაემგზავრება.მაგრამ იქ ჩასული შეიტყობს,რომ გამოჯანმრთელებული გოდერძი ნაწილში დაბრუნებულა..ჯარისკაცის მამა შეძლებს ხელმძღვანელობის დარწმუნებას,რომ იგი არაფრით არ ჩამოუვარდება ახალგაზრდებს..ომიდ მიწურულს იგი შვილს იპოვნის,მაგრამ ბრძოლაში მამას ხელში ჩააკვდება შვილი...


Category: ქართული | Views: 464 | Added by: gorge | Date: 2015-06-16 | Comments (0)



ხანგრძლივობა: 1 საათი 4 წუთი


ქვეყანა: საქართველო , სსრკ ,


წელი: 1985


ჟანრი: კომედია ,


რეჟისორი:




მოკლე აღწერა: ფილმი წარმოადგენს კინონოველების მოზაიკას, რომელშიც ძირითადად გამოყენებულია ანეგდოტური სიტუაციები, რომლის მეშვეობითაც მაყურებელი ეცნობა საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს და უსაყვარლეს კუთხე რაჭას და ამ კუთხის მცხოვრებლებს.
Category: ქართული | Views: 450 | Added by: gorge | Date: 2015-06-16 | Comments (0)



ენები: GEO



ჟანრი: კომედია







აღწერა:




მწყემსები სავახშმოდ სუფრას მიუსხდებიან და კარგ ღვინოს ინატრებენ. სანდალას სთხოვენ, ბიძამისს, ელიბოს, ცოტაოდენი ღვინო სთხოვოს, სანდალა უარზეა, იცის, ბიძამისი ღვინოს არ გაიმეტებს. მწყემსები ელიბოს მარანში შეიპარებიან. ჭურის თავზე ქეიფს გამართავენ და შექეიფიანებულები სიმღერასაც შემოსძახებენ. სიმღერის ხმაზე გაღვიძებული განრისხებული მასპინძელი თავზე წამოადგებათ, მაგრამ სტუმართმოყვარეობა თავისას გაიტანს, ელიბოს გული მოულბება, მოქეიფეებს აყვება და მრავალჟამიერს დაუპატიჟებელ სტუმრებთან ერთად დააგუგუნებს.


Category: ქართული | Views: 478 | Added by: gorge | Date: 2015-06-16 | Comments (0)













აღწერა:



სამკერვალო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მაყვალა კახეთის სოფელში ჩადის სამუშაოდ. სოფლის მძღოლს ბურბუთას მაყვალა შეუყვარდება, მაგრამ გრძნობის გამხელას ვერ უბედავს. რთველი კარზეა მომდგარი, მუშაობისთვის კი არავის სცალია – სოფელში ყველა შეყვარებულია: ვენახის დარაჯი ბიჭები ტყუპი დების ცოლად შერთვაზე ოცნებობენ, მარტოხელა ხირხელა შინაბერა ქეთოს ფარულ შეხვედრაზე ითანხმებს, ბურბუთას პატარა ძმას მეზობლის პატარა გოგო უყვარს, რამდენჯერმე გათხოვილ ნაზოს გათხოვების კიდევ ერთი შანსი ეძლევა... კოლმეურნეობის თავმჯდომარე ჩხუბობს, მაგრამ სიყვარული ყველას უნდა.






Category: ქართული | Views: 438 | Added by: gorge | Date: 2015-06-16 | Comments (0)



ხანგრძლივობა: 0 წუთი


ქვეყანა: საქართველო ,


წელი: 1961






ბიჭიკოს დედა ძლიერ განიცდის, რომ მის უდარდელ შვილს მთელი სოფელი უქნარად თვლის. ბიჭიკოს სწავლა არ აინტერესებს და თავისი შეყვარებული ნანი ქვეყანას ურჩევნია. ნანის მამას, ვარდენს უდიპლომო სასიძოს სახელის გაგონებაც არ სურს, ქალიშვილისთვის შესაფერის საქმროდ აგრონომი ნიკოლოზი ეგულება. ბიჭიკო ნანის მოტაცებას გადაწყვეტს, მაგრამ შემთხვევით ხელში მამამისი შერჩება. საქმე ბიჭიკოს სასარგებლოდ აეწყობა, რადგან გაუგებრობაში მოხვედრილი ვარდენის ერთადერთი მფარველი სწორედ ის აღმოჩნდება. ვარდენი მიხვდება, რომ ბიჭიკო გულისხმიერი ადამიანია და სასიძოდ აღარ დაიწუნებს.
Category: ქართული | Views: 463 | Added by: gorge | Date: 2015-06-16 | Comments (0)



დამდგმელი რეჟისორი: გოდერძი ჩოხელი

სცენარის ავტორი: გოდერძი ჩოხელი

დამდგმელი ოპერატორი: ჯიმშერ ქრისტესაშვილი

დამდგმელი მხატვარი: დავით საჯაია

კომპოზიტორი: იაკობ ბობოხიძე

ხმის რეჟისორი/ოპერატორი: გურამ გოგუა

მონაწილეობენ: კახი კავსაძე (ბრიგადირი), გივი ბერიკაშვილი (მასწავლებელი), გოვენ ჭეიშვილი (ეფრემა), ნანული სარაჯიშვილი (მხატვარი), ბერტა ხაფავა (სიჯანაანთ ქალი), ნინო ჩხეიძე (ქალთამზე), მიხეილ (მამუკა) ხერხეულიძე (ხეჩო), კონსტანტინე (კოტე) თოლორაია (ჯღუნა), აბესალომ ლორია (ლაბრო), ნათელა მიქელაძე (ნათელა), აბრეკ ფხალაძე (აბრეკი), ეთერ გელოვანი (მაყვალა), ნატო ჭელიძე (კუნტრუშაანთ ქალი), ზიზო ქურხული (მთვარისა), გიგუშა წიკლაური (თავმჯდომარე)



ბოლშევიკების მიერ გაკრეჭილი მღვდელი მთის სოფელში სკოლას მოაწყობს – ხანდაზმულ თანასოფლელებს თავისუფალ დროს წერა-კითხვას ასწავლის. ბრიგადირი სტეფანე განათლებას დროის ფუჭ კარგვად მიიჩნევს, გლეხებს მოსვენებას არ აძლევს და სწავლას უშლის. სოფლელები არ ეპუებიან, სულიერებისკენ ილტვიან, გრძნობენ, რომ ადამიანი მხოლოდ კუჭის ამოსავსებად არ არის მოვლენილი ამ ქვეყნად.



მთავარი პრიზი დსთ-სა და ბალტიისპირეთის ქვეყნების საკავშირო კინოფესტივალზე “კინოშოკი”, ანაპა (რუსეთი) (1997).

Category: ქართული | Views: 455 | Added by: gorge | Date: 2015-06-16 | Comments (0)